რესურსი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით დაიზოგება, მიმართული იქნება ქუთაისის პრობლემებისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტზე მიბმულია სატრანზიტო ხაზები და უშველებელი პროექტები, რომლებიც ქუთაისს საუკუნეების განმავლობაში დარჩება.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც განიხილება, ქუთაისის პარლამენტის შენობის შსს-სთვის გადაცემაა.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ქუთაისს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქცია, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია უნდა შეეძინა, როგორც მეორე დედაქალაქს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რესურსი, რომელიც დაიზოგება, მიმართული იქნება ქუთაისის საკითხებსა და პრობლემებზე.
შენობა უფუნქციოდ არ დარჩება, ამაზე საუბარი მიდის. შენობა უფუნქციო არ უნდა იყოს და ეს მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც განიხილება, შენობის შსს-სთვის გადაცემაა. აქ იქნება არა მხოლოდ 112, არამედ რეგიონალური მმართველობა, აკადემიის გარკვეული ნაწილი და ა.შ.“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება.