დღეს, 31 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრებს იწყებს. მთავრობის თავმჯდომარე წალენჯიხის რაიონს ეწვევა.
მთავრობის თავმჯდომარე ჩასვლას ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებშიც გეგმავს.
დღესვე დაიწყება აქცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
საგანგებოდ თბილისიდან ჩასული მედიკოსთა 20-კაციანი ჯგუფი წალენჯიხაში, ფოცხოს დევნილთა ახალ ჩასახლებაში, ჩხოროწყუსა და მარტვილში მცხოვრებ დევნილებს გამოიკლევს. მთლიანობაში სამედიცინო გამოკვლევა 1000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდება, აქციის ფარგლებში მათ აგრეთვე საჭირო მედიკამენტები და ჰუმანიტარული დამხარებაც გადაეცემათ.