არ არის გამორიცხული, ფრაქციაში გაწევრიანების შეთავაზება უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მიიღოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ფოფხაძეს ასეთი შეთავაზება „პატრიოტთა ალიანსისგან“ წარსულში უკვე ჰქონდა.
„არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ ჩვენი მოწვევა ფრაქციაში. მგონი, გედევან ფოფხაძეს თუ ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
მისივე განცხადებით, თუ ნატო ჩხეიძის წასვლის შემდეგ ფრაქციაში გაწევრიანებისთვის მეექვსე დეპუტატი ვერ მოიძებნება და ფრაქცია დაიშლება, არც ეს იქნება ტრაგედია.