საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ეკლესია წინასაარჩევნო პროცესებში არ ერევა, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა,
მისი თქმით, მისი პოზიციაა, რომ სასულიერო პირები წინასაარჩევნო პროცესში არ უნდა ერეოდენ.
„რამდენადაც მახსოვს, უწმინდესის სურვილიც იყო, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩავერიოთ. თუმცა ვატყობ, რომ რაღაც ემოციური განცხადებები კეთდება. ალბათ, მათ რაღაც არგუმენტი აქვთ, ვინც ამას აკეთებს. არ მგონია, რომ მაინც და მაინც მათი ნათქვამი ორიენტირებული იყოს არჩევნების შედეგებზე. შესაძლოა, სხვა გამონათქვამების გამო პასუხობენ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სასულიერო პირები წინასაარჩევნო პროცესში არ უნდა ვერეოდეთ“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.