ორიოდე თვის წინ ჩვენ ორ შენობაზე, ჯამში ოთხ ბლოკზე შევათანხმეთ ახალი პროექტი და გავეცით მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით, ეს პირობები უნდა წარმოდგენილიყო 60 დღის განმავლობაში. ჯერჯერობით, სანებართვო პირობები არ სრულდება, არ წარმოუდგენია კომპანიას ის დოკუმენტაცია, რაც მოთხვნილი იყო 2 თვის წინ - არ განხორციელებულა არანაირი ქმედება ამ პირობების შესრულების კუთხით. ძალიან მალე, თუ კომპანიის მხრიდან არ მოხდება დოკუმენტაციის წარმოდგენა, გაცემული ნებართვებიც გაუქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ ბოლოთაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „სვეტის“ მიერ 14 ობიექტზე იყო დაწყებული უნებართვო მშენებლობები და ბუნებრივია, ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა ამის შეჩერება.
მისივე განცხადებით, 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, მისივე თქმით, ოქტომბრის დასაწყისში გადის პირობის შესრულების ვადა.
„საწყისივე ეტაპიდან ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მომხდარიყო კომპანიასთან ერთად პროექტების გადაკეთება და კანონმდებლობასთან მორგება და არ მომხდარიყო დაზარალებული მოსახლეობის კიდევ უფრო დაზარალება. ორიოდე თვის წინ ჩვენ ორ შენობაზე, ჯამში ოთხ ბლოკზე შევათანხმეთ ახალი პროექტი და გავეცით მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით. ეს პირობები უნდა წარმოდგენილიყო 60 დღის განმავლობაში. ჯერჯერობით, სანებართვო პირობები არ სრულდება, არ წარმოუდგენია კომპანიას ის დოკუმენტაცია, რაც მოთხვნილი იყო 2 თვის წინ. არ განხორციელებულა არანაირი ქმედება ამ პირობების შესრულების კუთხით. ძალიან მალე, თუ კომპანიის მხრიდან არ მოხდება დოკუმენტაციის წარმოდგენა, გაცემული ნებართვებიც გაუქმდება. 21 სექტემბერს გადის პირობის შესრულების ვადა პროექტის შეთანხმების და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის კუთხით. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ოქტომბრის დასაწყისში გადის პირობის შესრულების ვადა. რაც შეეხება ბინების რაოდენობას, გამომდინარე იქედან, რომ მირცხულავას ქუჩის კომპლექსის მე-5 და მე-8 ბლოკზე არ იყო დაწყებული მშენებლობა და ბუნებრივია, მისი პროექტის მორგება კანონდებლობასთან არ იყო პრობლემური, მაგრამ პროექტის შეცვლით გარკვეულწილად იკლებს ბინების რაოდენობა, როგორს აქ, ასევე სხვა ბლოკებზეც, თუმცა, მენაშენეები ბინებით სხვა ადგილზე და სხვა ბლოკებში უნდა დაკმაყოფილდნენ“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.