თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტი, ვახტანგ ჟორჟოლიანი გამოკითხეს.
როგორც მან განაცხადა, ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.
"ლადო გრიგალაშვილი ფსიქიკურად დაავადებული არ არის და დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული არ იყო", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
დღევანდელ პროცესზე სულ 3 მოწმე გამოიკითხა.