2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ მისი შვილის საქმის გაყალბებაში იმჟამინდელი დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორს, ბაქარ ბეჟუაშვილს აქვს მონაწილეობა მიყენებული.
აღნიშნული პირი ამჟამად ქუთაისის რაიონული პროკურორია. რობაქიძე მის დასჯას და დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს.
"ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი, ბაქარ ბეჟუაშვილი, დღეს ქუთაისის მთავარი პროკურორია. მას ნიქაბაძე ადებს ხელს და კიდევ ერთ-ორი კაცი. ნიქაბაძეს და ბეჟუაშვილს ერთად მიჰყავდათ გამოძიება, ბეჟუაშვილი არ დაკითხულა.
მას 2004 წელს გამოძიება მიჰყავდა, როგორც ნიქაბაძეს. ბეჟუაშვილი ძალიან ცუდად მექცეოდა, დამცინოდა ხოლმე რომ მივდიოდი. იგივე გაყალბებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ხელი მოწერილი, რაშიც ნიქაბაძეს, მაგრამ ნიქაბაძემ აღიარა. ეს პირიქით, დააწინაურეს და ქალაქ ქუთაისის მთავარი პროკურორია. ეს ხალხი უნდა იყოს თანამდებობაზე?
ბეჟუაშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ თანამდებობიდან! ვინც იქ დანიშნა და გაუშვა, ის ადამიანიც დასასჯელია", - აცხადებს რობაქიძე28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.