ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის რუსეთისგან დაცვა იყო, არის და იქნება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ მისი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია, უცვლელია.
„რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით – რა თქმა უნდა, რუსეთისგან დაცვა“, – თქვა ზურაბიშვილმა.