პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მიიღონ.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი განცხადება გააკეთა. მან ახსენა, რომ ეს კანონი გადაიდო საერთოდ, განხილვები დაიწყება მხოლოდ რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს ქვეყანაში რეგულაციები.
ეს კარგია, მაგრამ რეგულაციები უნდა მოხდეს განხილვით, უნდა განვიხილოთ რაში როგორ ვეთანხემებით ერთმანეთს, ყველა სპექტრმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, ეს ეკლესია იქნება, ექიმები, ფსიქოლოგები. ვინც ამ საკითხში კომპეტენტურია, ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს რეგულაციების განხილვაში მონაწილეობა“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა არ ეჩქარებათ და ამ თემაზე საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.