მათ, როგორც ჩანს, სურთ, ქონდეთ მაღაზიები და ვიღაცის ბიზნეს სფეროდ გადაიქცეს, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა, დიალოგის დაწყება და საკითხის გარჩევა.
„გუშინ შეკრების მიზანი ჩვენი პოზიციის დაფიქსირება იყო. ხელისუფლება გვეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს მარიხუანას კულტივირება. ისინი ჩვენ არ გვესაუბრებიან. მხოლოდ ამბობენ, რომ სამკურნალოდ უნდათ. ამაზე გვესაუბრება ჩვენ შსს და არა ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაა ცვლილებები, მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს რატომ არ ეკუთვნის ინიციატივა.
როგორც ჩანს, აქ საქმე არ გვაქვს სამედიცინო მოხმარებასთან. აქ არის დიდი გეგემები. მათ, როგორც ჩანს, სურთ, ქონდეთ მაღაზიები და ვიღაცის ბიზნეს სფეროდ გადაიქცეს.
ჩვენ როდესაც ვისაუბრეთ კომპეტენტურ პირებთან, მათ კითხვაზე პასუხი ვერ გაგვცეს. საუბარი გვქონდა მთავრობის კომპეტენტურ პირებთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
ჯერ საჭიროა, დიალოგი დავიწყოთ, გავარჩიოთ საკითხი. დავდგებით ჩვენი საზოგადოების გვერდით. ახლა ველოდებით პარაკლისს“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.