ზურაბიშვილმა საკმაოდ თავდაჯერებულად დაიწყო იმის მტკიცება, რომ ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვავითაროთ, ჩვენ თუ გვინდა სრულფასოვანი სახელმწიფო შევქმნათ, უარი უნდა ვთქვათ იმ განგრენაზე, რომელიც მარჯვენა ხელზე გვკიდია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს განცხადება მოულოდნელი იყო, მაგრამ არა სიურპრიზი.
მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომსალომე ზურაბიშვილი რუსეთის ნარატივს ავითარებს საქართველოში.
"მეხუთე კოლონა ძლიერია, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ, რომ ამას ვებრძოლოთ. ის რომ ჩვენი მარჯვენა ხელი დაავადებულია არავინ უარყოფს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილი რომელიც ავადმყოფია გადაადგო", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.