სულ სხვაა დეკრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები მოხმარებისთვის არ მიდიოდნენ ციხეში და სულ სხვაა მარიხუანას თუ ნებისმიერი სახის ნარკოტიკის ლეგალიზება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზებასა და ლეგალიზებას შორის მკაფიო ხაზი უნდა გაივლოს.
"ამ ორი ცნების მიზანმიმართულად ერთმანეთში არევა ხდება. მეჩვენება, რომ მიზანმიმართულად ხდება ლეგალიზების თემის მიბმა საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის ბოლო გადაწყვეტილებაში მსგავსი არაფერი უთქვამს. მას არ უთქვამს, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ან რომელიმე სხვა ნარკოტიკის ლეგალიზება.
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული, მათ შორის ახალი რეგულაციების შემოღებაზე საკანონმდებლო თვალსაზრისი, სრულყოფილად უნდა იყოს გააზრებული, გაანალიზდეს ყველა რისკი და შეფასდეს სახელმწიფოს მზაობა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.