[არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადება] აუცილებელი ნაბიჯია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო იყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, იმისთვის რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე პირი.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ ინტერპოლის წითელი ცირკულარი ასევე გამოიყენა გიგა ოთხოზორიას მკვლელის შემთხვევაშიც, რომლის იდენტიფიცირებაც უკვე მოხდა და ქართულმა სასმართლომ დამნაშავედ ცნო.
„ეს აუცილებელი ნაბიჯია, ამიტომაც ვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ასევე იყო ოთხოზორიას შემთხვევაშიც, რომლის მკვლელი იდენტიფიცირებულია და ქართულმა სასამართლომ ცნო ბრალდებულად. ამ პირებს, რადგან ინტერპოლის წითელ ცირკულარში მოხვდნენ, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებენ“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა.