მე მკლავს ის უიმედობა, რომელიც იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვანის კულტურის სახლში განაცხადა, სადაც ამომრჩევლებს ხვდება.
მისი თქმით, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გვეშველოს.
„ის, რაც გაკეთდა კახეთში არის სასწაული მეღვინეობის თვალსაზრისით. კახეთში ბრუნდებიან ახალგაზრდები და ეს არის მაგალითი, რომ შეიძლება გვეშველოს. დასავლეთის რეგიონისთვის კი მთავარი ამოსავალი არის მითოლოგიუდან წამოსული მედეა. ეს არის მედიცინა, ბალახები, ბალნეოლოგიური და სახალხო მედიცინა. ჩვენი ქალბატონები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, კარგად აკეთებენ თავიანთ საქმეს და აქ არის არაჩვეულებრივი პოტენციალი. აქ არის კურორტი სულორი, რომელიც არის ვანში. ეს არის მაგალითი, თუ რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ფუნქცია, როდესაც ამბობენ, რომ უფუნქციო იქნება პრეზიდენტი. უამრავი საქმეა ქვეყანაში საკეთებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.