საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, საპყრობილეში დღეს მისი ოჯახის წევრები, ხვალ კი - ადვოკატები მოინახულებენ. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილი გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ჩივიაშვილი აცხადებს, ყოფილი შს მინისტრი ჯანმრთელობის პრობლემას ბოლო ორი თვეა უჩივის, ის მკურნალობის კურსსაც გადიოდა, თუმცა, უშედეგოდ.
მერაბიშვილს სასუნთქი გზაზე აქვს პრობლემა. სწორედ ამის გამო გახდა გუშინ მისი ჰოსპიტალიზირება საჭირო.
მერაბიშვილი საკანში წუხელვე დააბრუნეს.