აქ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია იყოს მკაფიოდ მიწოდებული მაყურებლისთვის, რომ ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, რუსეთი არის აგრესორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და ვერ ექნება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მშვიდობიანი გზით, საქართველოს დემოკრატიული ეკონომიკური განვითარების გზით, საერთაშორისო მხარდაჭერით აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს პოზიცია არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ არ აქვს და ვერ ექნება. აქ მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია იყოს მკაფიოდ მიწოდებული მაყურებლისთვის, რომ ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, რუსეთი არის აგრესორი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც დაეცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.