"2006 წელს, "ნაციონალების" დროს, სასამართლოს გარეთ ვიდექი, ლობჟანიძე მოვიდა და მითხრა, იარაღი არ იყოო. ორჯერ მისცა ჩვენება იარაღი არ ყოფილაო. მანქანიდან ლობჟანიძეზე ადრე ბაშალეიშვილი გადავიდა, რომელმაც ბუტას ესროლა და აღიარა, იარაღი არ ყოფილაო. ჯერ ბავშვი მოკლეს და მერე დაუწყეს იარაღს ძებნა", - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ.
ის პროცესზე მოწმეს, ყოფილ პატრულ-ინსპექტორს, ლევან ლობჟანიძეს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს. მისი გაღიზიანება ლობჟანიძის ჩვენებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუტა რიბაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი იყო.
"გეფიცებით, მუხლებზე დავდგები, ჩემი შვილის საფლავს ვფიცავ, ამ კაცმა მითხრა, ტყუილად მომკლეს შენი შვილი, იქ იარაღი არ ყოფილაო.
ხახლო, 4 მასრაა ამოღებული, 2 ბუტა რომ ესროდა და 2 ბაშალეიშვილის. 2 სროლა გავარდნაა? 2 მასრა აქვს ამ კაცს ნასროლი.
დონაძე 2005 წელს ინტერვიუში ამბობს, ბუტა რობაქიძე რომ მოკლეს საერთოდ თბილისში არ ვიყავიო. თუ არ იყო, დღეს რას ლაპარაკობს. რამდენი ტყუილი დავუჭირეთ?", - განაცხადა რობაქიძემ.
ყოფილი პატრულ-ინსპექტორი სასამართლოში ჩვენებას ამ დრომდე აძლევს.