სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ, - ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მარიხუანის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, "საზღვრები ვერ დაგვიცვავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება?".
„სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ადამიანებზე ფიქრობდნენ თუ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ვხედავთ, ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, იმ სამკუთხედს, რა ხდება სირიაში, კოლუმბიაში. ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. სანამ მონასტერში წავიდოდი, გარეჯში ვიყავი უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცვავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოს მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.