არ გამოვრიცხავ, რომ მარიხუანა საექსპორტო სიაში ერთ-ერთი წამყვანი გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მარიხუანას ექსპორტიდან საქართველო საკმაოდ სოლიდური შემოსავალს მიიღებს.
„არის რამოდენიმე ქვეყნის, განსაკუთრებით წარმატებული მაგალითები, პრეცედენტები. ისრაელი, კანადა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი წამყვანია ამ სფეროში. სხვათა შორის, დღესაც იყო ამ თემაზე საუბარი, რა ციფრი, რა შეიძლება იყოს მოლოდინი. არის რამოდენიმე სახის პროგნოზი. არ მინდა დავასახელო ციფრი, მაგრამ ეს იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ სოლიდური. არ გამოვრიცხავ, რომ საექსპორტო სიაში ერთ-ერთი წამყვანი გახდეს. ამას დრო უნდა, შევხედავთ. ეს ბაზარი ძალიან მზარდია. სამედიცინო მიზნებისთვის სულ უფრო და უფრო მეტად მოიხმარება, ხდება აბსოლუტურად ახალი პროდუქტების შექმნა ფარმაცევტიკაში, კოსმეტოლოგიაში. შესაბამისად, ბევრ რამეს განაპირობებს ტექნოლოგიები და ამ სფეროში მიმდინარე რევოლუციაც, ასე რომ დავარქვათ. ამიტომ, მგონი, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ არასერიოზული იქნება დღეს ციფრი, მაგრამ ეს რომ სოლიდური და მატერიალური ციფრი არ იყოს, ამას არ წამოვიწყებდით“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.