ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დაასრულა.
როგორც საქმის პროკურორი, გიორგი ოსაძე აცხადებს, მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღების ჩადება მოხდა.
"სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დავაყენეთ შუამდგომლობა გამოძიების ეტაპზე მიცემული გარკვეულ მოწმეთა მიერ დაფიქსირებულ ჩვენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, დაკმაყოფილდა დაზარალებულ კახაბერ აზარიაშვილის ნაწილში, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ასევე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის მოთხოვნა ერთ-ერთი მოწმის ჩვენების გამოქვეყნებაზე, რომელსაც ასევე საზღვარი აქვს გადაკვეთილი.აღნიშნულ ჩვენებებში დაფიქსირებულია ის ინფორმაცია, რაც შემთხვევის ადგილზე არ არსებობდა ცეცხლსასროლი იარაღები და მოხდა მათი მიტანა და შემდგომში ე.წ. ჩადება დაზარალებულთათვის", - აცხადებს ოსაძე.