ვთვლი, რომ აურა, რომელიც არის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე, მე არ მიხდება, არც აურა და არც ჰავა, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა "იმედის კვირაში" განაცადა.
მისი თქმით, მისი სახლიდან ძალიან ახლოს არის ათონელის რეზიდენცია და "ფეხით შეიძლება გადასვლა და მერე აქეთ დაბრუნება".
მისივე თქმით, ორბელიანის სასახლე ბევრად უფრო უხდება ქვეყანას, ვიდრე ფსევდო რაიხსტაგი - მიშას მიერ მოფიქრებული.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.