მივმართავ გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც გავლენას მოახდენს თამაშის ხარისხზე, მსვლელობასა და შედეგზე, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა.
„დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. საქართველოს ნაკრები ლატვიას ხვდება და მოგების შემთხვევაში, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მივმართავ გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც გავლენას მოახდენს თამაშის ხარისხზე, მსვლელობასა და შედეგზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს გავიმარჯვებთ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”, – განაცხადა კობიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.