მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
"შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. ამ წუთებში, დაფიქსირებულია 5-ბალიანი შტორმი.
ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება; ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.
გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.