ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტისთვის სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია პროექტის შეტანის დრო - როდის? საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაა გახურებული და ხელისუფლება თვლის, რომ მორიგ ჯერზე უნდა გააგზავნოს სიგნალი საზოგადოებაში, რომ ეს პრეზიდენტები ცოტა არ იყოს არ არიან კარგი ხალხი და ამიტომ, არ ეკუთვნით რაღაც.
"ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე. თორემ საერთოდ ყველას გავუუქმოთ დაცვა რა პრობლემაა, დავიცვათ ერთმანეთი, შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც იქნება უსაფრთხოება. პრობლემა იმაშია, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯით კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით",- განაცხადა უსუფაშვილმა.