თბილისში, მერაბ კოსტავას ბიუსტს საღებავი შეასხეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიუსტისთვის საღებავის მოშორების პროცესში სპეციალისტები ჩაერთვებიან. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა.
„თბილსერვისის“ სამსახური ცდილობდა, რომ ბიუსტისთვის საღებავი მოეშორებინა, სამწუხაროდ, მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან ეშინიათ მონომენტი არ დაზიანდეს. საქმე ეხება ბიუსტს, რის გამოც, მეტი სიფრთხილეა საჭირო. ალბათ, სპეციალისტების ჩართვა დაგვჭირდება, რომ მონომენტს საღებავი მოვაშოროთ", - აცხადებენ მერიაში.