მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან.
„სარჩელი ჩვენთვის სიმართლის დადგენას ნიშნავს. მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ, რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა.
მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი და ქვეყნის ღირსება. ეს დაამტკიცეს ექსპერტებმაც. ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაიარად არ შეიძლება – ყველაზე ძვირფასი, რაც იყო, ის დათმო, სამშობლოს გამო დათმო სიცოცხლე. მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე. 10 წელია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ომი ვითომ დამთავრდა, მაგრამ ჩვენთვის ომი არ დასრულება. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოეღება ბოლო ოსების თავხედობას“, – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.
ცნობისთვის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელს აგზავნის.