ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი ვითარება შესაძლოა ახალი კრიზისის დაწყების წინაპირობად იქცეს. ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც ევროპაშია. ინვესტორები შიშობენ, რომ როგორც 2 წლის წინ, წელსაც არ დაკარგონ ყველაფერი, განაცხადა Sandart &Poor -ის ეკონომისტმა დევიდ ლისმა.
ის აცხადებს, რომ აშშ-ის ეკნომიკამ, შესაძლოა, იაპონიის ბედი გაიზიაროს და უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში სტაგნაციაში იყოს.
ექსპერტები ერთსულოვნები არიან, რომ ახალი კრიზისი ისევ იპოთეკიდან დაიწყება. ბაზარზე ვითარების გაუარესება საკმარისია, რათა აღდგენითი პროცესები შეაჩეროს.
აშშ-ს ეკონომიკაში ხარჯები მშენებლობასა და მოწყობაზე ქვეყნის მშპ-ს 15 %-ს შეადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ათიდან რვა რეცესია ამ სფეროში არსებული კრიზისით იყო პროვოცირებული. ამჟამად სფერო კვლავ ძლიერ ვარდნას განიცდის, _ აცხადებენ შ&P-ში.
პირველი კვარტლის მონაცემებით, დეფოლტი იპოთეკაში 46 %-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 3,6 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მარალი დონეა 2010 წლიდან.
გუშინ მსოფლიო ბაზრები ამერიკის უძრავი ქონების სტატისტიკის მოლოდინში ვითარების გაუარესებას ელოდნენ S&P 1,5 %ი ინდექსით დაეცა. Stoox Europe _ 600-ით-1,7 %-ით, Nikei 225-1,3 %-ით. ექსპერტები
აცხადებენ, რომ ბაზარი ცუდის მოლოდინში იყო, მაგრამ მან ყველა პესიმისტურ შეფასებებს გადააჭარბა. მეორე კვარტალში სახლების გაყიდვა 27,2 %-ით შემცირდა, რაც რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია. ანალიტიკოსები აქ მხოლოდ 13,4 %-ს ვარაუდობდნენ.
ანალიტიკოსები უძრავი ქონების ბაზარზე ვითარების მკვეთრ გაუარესებას ფედერალური საგადასახადო კრედიტების პროგრამის დასრულებას უკავშირებენ.
"აშშ-ში ვითარების გაუარესება ევროპასაც ცუდ მდგოამრეობაში ჩააგდებს", _ ამის შესახებ ევროკომისარმა ოლი რენმა განაცხადა. უნდა აღუნიშნოს, რომ გერმანიის გარდა, ევროზონის ყველა ქვეყანა სტაგნაციას მიუახლოვდა. ევროპაშიც კრიზისის მიზეზი უძრავი ქონების ბაზარი ხდება. ნორვეგიაში შინამეურნეობის ვალი მათი შემოსავლების 197 %-ია. შვედეთში 167 %, ხოლო ფინეთში 107 %.
პარალელურად უძრავი ქონება ძვირდება, მეორე კვარტალში შვედეთსი 7 $იანი გაძვირება დაფიქსირდა, ნორვეგიაში 9,1 % ხოლო ფინეთსი 10 %.
ევროკომისისს ბანკებზე ზედამხედველობის კომიტეტის განცხადებით, თუ ევროპაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები 10 %-ით დაეცემა დაიწყება რეცესია.
ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ამას ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, განაცხადა Goldman Sachs- ის წარმომადგენელმა იან ხატციუსმა.
მისი განცხადებით, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება არა მხოლოდ საფონდო ბაზრების დაცემას გამოიწვევს, არამედ მნიშვნელოვან კორექტირებას შეიტანს კომპანიების მაჩვენებლებში და აქტივების მასშტაბური გაყიდვის პროვოცირებას მოახდენს.