ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
წინა სასამართლო პროცესზე ექსპერტი და გამომძიებელი გამოიკითხა. მათ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრეს.
ცნობისთვის, თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.