პირველ რიგში, პრემიერ ბახტაძეს უნდა ახსოვდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის განწყობები ცვალებადია და ხშირ შემთხვევაში, მისი კეთილგანწყობა ძალიან ხანმოკლეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ბახტაძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც აქამდე იყო, ივანიშვილის ძალაუფლების ინსტრუმენტი და საშუალება იყო.
„ბახტაძეც ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივების ერთ-ერთი საშუალებაა. ისიც, როგორც კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი, მცირე მინისტრთა გუნდის მენეჯერია, ამ შემთხვევაში, ეკონომიკის გუნდის მენეჯერი და მეტი არაფერი. ივანიშვილის მართვის სტილი არ იცვლება, ვხედავთ, რომ ყველა შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი არის რამდენიმე მინისტრის მენეჯერი, დანარჩენებს თავად ივანიშვილი მართავს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.