ვთვლი, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მას ძალიან სწორი შეფასება ჰქონდა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასება:
- პარლამენტის როლის ხაზგასმა: პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტო მმართველობად.
ასევე, ძალიან სწორი შეფასება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
- გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუ საშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ.
- დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ქაცარავამ.