ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატი არ გვეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ უშუალოდ მათი წრეებიდან არ აირჩევა კანდიდატს.
„ქართული ოცნებას“ ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჰყავს თავისი მთავრობა, აქვს უმრავლესობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, შესაბამისად, ისედაც საკმაოდ დიდი დომინაციაა ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ წმინდა დემოკრატიული პროცესისთვის უკეთესი იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიული კანდიდატურა არ გვეყოლება. ვერ გავაკეთებთ იმას, რომ საერთოდ არ მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ უკეთესი იქნება თუ უშუალოდ ჩვენი წრეებიდან არ ავარჩევთ კანდიდატს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.