ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი გლდანის საგამოძიებო იზოლატორში დღესშევლენ.
შეგახსენებთ, მირზა სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო თენგიზ კალანდიას დანაშაულის დაფარვის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა აქვთ შეფარდებული.