აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იყო სუპერვარსკვლავი იყო, ვიდრე ქვეყანაში მიგრანტებს შეიყვანდა.
„მერკელი იყო სუპერვარსკვლავი, ვიდრე უფლება არ მისცა მილიონობით ადამიანს გერმანიაში შესულიყვნენ. მიგრაციის საკითხმა მას დიდი ზიანი მიაყენა“ - განაცხადა თეთრი სახლის ხელმზღვანელმა Fox News-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, საზოგადოების თითქმის ნახევარი მის გადადგომას ითხოვს.
მანამდე, ის გაეხვა მიგრაციულ სკანდალში. ქვეყნის ქრისტიან-სოციალისტურმა საბჭომ და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ მიგრანტებზე შეზღუდვების დაწესებას, ანგელა მერკელს ულტიმატუმი წაუყენეს.
კანცლერი დათანხმდა შს სამინისტროს მოთხოვნას, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე.