დიდი ბრიტანეთის პრინცებმა - ჩარლზმა და უილიამმა უარი თქვეს დასწრებოდნენ დედოფალ ელისაბედ II-სა და ასშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრას.
Times-ზე დაყრდნობით, პრინცებმა განაცხადეს, რომ „უბრალოდ უარი თქვეს დასწრებაზე“.
თუმცა, ეს საკმოდ უჩვეულო საქციელია, რადგან დედოფალს როგორც წესი მარტოს არ ტოვებენ მსგავსი შეხვედრებისას. „ჩვეულებრივ მას ყოველთვის ვიღაც ახლავს“. წერს გამოცემა.
ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჩარლზი ამ დროს საგრაფოს პოლიციის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, ხოლო პრინცი უილიამი პოლოს საქველმოქმედო თამაშზე.