თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა.