აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ბორის ჯონსონი, რომელის გადადგა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, შესანიშნავი კანდიდატია ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე. წერს გაზეთი Sun.
მისთვის მიცემულ ინტერვიუში ტარმპმა აღნიშნა, რომ ბრიტანელ პოლიტიკოსსა და მას, ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გააჩნიათ.
"მე ძალიან ვწუხვარ, რომ მან დატოვა მთავრობა და ვიმედოვნებ, რომ ის დაბრუნდება. ვფიქრობ, ის საუკეთესო პრემიერ მინისტრი იქნებოდა. მიმაჩნია მას აქვს ყველაფერი რაც ამისთვისაა საჭირო" - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა, ორშაბათს დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, რაც გამოწვეული იყო Brexit-ის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ მინისტრთან ტერეზა მეისთან უთანხმების გამო.