შვეიცარიის ქალაქები - ციურიხი და ჟენევა გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები. იუწყება Prices and Earnings-ის კვლევების მონაცემები, რომელიც ბანკმა UBS AG-მა ჩაატარა.
ტოპ ხუთეულში ასევე შევიდნენ - ოსლო, კოპენჰაგენი და ნიუ იორკი. სულ სიაში შესულია მსოფლიოს 77 ქალაქი.
კვლევის თანახმად, ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს ოთხი ადამიანისგან შემდგარ ოჯახს საქონლისა და მომსახურების მინიმალური კომპლექტით, საცხოვრებელი ქირის გამოკლებით, ციურიხში შეადგენს 4260 დოლარს. ჟენევაში ეს მაჩვენებლი ცოტათი დაბალია - 4165 დოლარი, ხოლო ნიუ იორკში - 3673 დოლარს.
ყველაზე იაფ ქალაქად დასახელდა კაირო, სადაც ცხოვრებისთვის საჭიროა მხოლოდ 1272 დოლარი თვეში.
UBS- ის მონაცემებზე დაყრდნობით ყვეალზე ძვირადღირებული საკვები არის ქალაქ ჟენევაში და ციურიხში. ხოლო ყველაზე იაფი კვება - კიევსა და ლაგოსში.