კაიროს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საწვავის რეზერვუარის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
ყველა დაჭრილი საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
ნავთობკომპანია "ჰელიოპოლისის" ერთ-ერთი რეზერვუარის აფეთქების მიზეზი ძლიერი სიცხე გახდა.
მოგვიანებით, ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ინციდენტი კაიროს აეროპორტის გარეთ მოხდა და აეროპორტის მუშაობა არ შეფერხებულა.