ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა განაცხადა.
მისი თქმით, მას დაემუქრნენ, რომ დედმამისშვილებს დაუხოცავდა.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“, – განაცხადა ბრალდებულმა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.