ნევრო-პარალიზურ ნივთიერება "ნოვიჩოკს", რომელიც გახდა მიზეზი ეიმსბერში ორი ადამიანის მოწამვლისა, რომელთაგან ერთ- ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ტოქსიკური თვისებები 50 წლის განმავლობაში. განაცხადა სკოტლანდ იარდის კონტრტერორისტული ერთეულის ხელმძღვანელმა ნილ ბასუმ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას. წერს Sky News-ი.
"თუკი ის იქნება ჰერმეტულ კონტეინერში ნაგავსაყრელზე, მაშინ რა თქმა უნდა არ წარმოადგენს საფრთხეს, თუკი მას არავინ არ შეეხება“ - განაცხადა ბასუმ. „როგორც მეცნიერებმა მითხრეს, მისი ეფექტი გაგრძელდება კიდევ 50 წლის მანძილზე“ - დასძინა მან.
ცნობისთვის, ინგლისის საგრაფო უილტშირის პოლიციამ, ქალაქ ეიმსბერში, ერთ-ერთ სახლში, 40 წლამდე ქალი და მამაკაცი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. მოგვიანებით ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პორტონ-დაუნის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მათ ანალიზებში ნევრო-პარალიზური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს.