ავტობუსში დაჭრილი 17 წლის მოზარდის სიცოცხლეს ექიმების ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი ახალგაზრდა რეგიონული ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მოზარდს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, როგორც ექიმები ამბობენ, ის დამატებით ჩარევას არ საჭიროებს.
ცნობისთვის, გუშინ, 17 წლის მოზარდი ნომერ 140 ავტობუსში დაჭრეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.