აშშ-ის დემოკრატიული პარტიის გავლენიანმა სენატორმა მარკ უორნერმა მოითხოვა შემოწმდეს, ქონდა თუ არა რუსულ კომპანიას Mail.Ru Group-ს სოციალურ ქსელ facebook-ის მონაცემებზე წვდომა, აშშ-ში მონაცემების გაჟონვის შესახებ სკანდალთან დაკავშირებით. იუწყება CNN-ი.
იმის გათვალისწინებით, რომ „Facebook-ი იყო კონტროლის მექანიზმი: შეეგროვებინა და გამოეყენებინა მომხმარებელთა მონაცემები და გადაეცა მესამე პირისთვის“ - სენატორი აცხადებს, რომ Mail.Ru წარმოადგენს „უმსხვილეს ტექნოლოგურ კომპანიას რუსეთში, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი ქონოდა წვდომა Facebook-ის ასობით ინტეგრირებულ აპლიკაციაზე. თუკი ეს სიმართლეა, მაშინ ჩვენ უნდა დავადგინოთ მიიღო თუ არა Mail.Ru-მ მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა და რა უნდა გაკეთებულიყო ინფორმაციის მისაღებად“ - განაცხადა უორნერმა ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში.
თავის მხრივ, Facebook- მა დაუდასტურა არხს, რომ Mail.Ru Group-ი ამუშავებდა აპლიკაციებს სოციალური ქსელისთვის. პარტნიორობის საკითხებში Facebook-ის ვიცე პრეზიდენტის იმე არჩიბონგის თქმით, სოციალურ ქსელებში ვერ აღმოაჩინეს რუსული კომპანიის მხრიდან ბოროტად გამოყენების დამადასტურებელი ფაქტები, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მონაცემთა გაჟონვის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელს Facebook-ს დაუწესეს პირველი ჯარმა 600 000 დოლარის ოდენობით, ბრიტანულ კომპანია Cambridge Analytica-სთან თანამშრომლობის გამო. რამაც გამოიწვია მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვა. წერს The Guardian.