ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს Twitter-ის საშუალებით, რათა დაერწმუნებინა, რომ ბრიუსელი რჩება ვაშინგტონის ყველაზე ერთგულ მოკავშირედ.
მანამდე ტრამპმა თავის გვერდზე დაწერა, რომ ემზადება ნატოს სამიტზე წასასვლელად. ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ ხარჯავს თავდაცვაზე ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სხვა წევრები. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა დაკარგა 151 მილიარდი დოლარი ევროკავშირთან ვაჭრობის გამო.
ტუსკის თქმით აშშ-ს არ ეყოლება იმაზე უკეთესი მოკავშირე ვიდრე ევროკავშირი.
„ჩვენ ვხარჯავთ თავდაცვაზე ბევრად უფრო მეტს ვიდრე რუსეთი და იმდენივეს რამდენსაც ჩინეთი“ - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ტრამპს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ხარჯები - არის აშშ-სა და ევროკავშირის ინვესტიცია. რასაც დანამდვილებით ვერ ვიტყვით რუსეთსა და ჩინეთის ხარჯებზე.
„ძვირფასო ამერიკა, დააფასე შენი მოკავშიკრეები. ბოლო ბოლო, შენ ისინი არც ისე ბევრი გყავს. ძვირფასო ევროპა, დახარჯე მეტი შენს უსაფრთხოებაზე, რადგან ყველა აფასებს კარგად მომზადებულ მოკავშირეს“ - ნათქვამია ტუსკის მიმართვაში, ტრამპის მიმართ, რომელის ევროკავშირის საიტზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, ნატოს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება. რის შემდეგაც დონალდ ტრამპი გეგმავს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ჰელსინკში, 16 ივლისს.