თბილისში 17 წლის მოზარდი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მოზარდი 140 ნომერ ავტობუსში დაჭრეს.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა „რეგიონულ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას ამ დროისთვის გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.