საპატრიარქოს ინფორმაციით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
მათი ცნობით, პატრიარქმა იანოშ ჰერმანს სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებს.
მისმა უწმინდესობამ ბატონ ელჩს საქართველოსთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და სთხოვა, მომავალშიც გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა", - აღნიშნავენ საპატრიარქოში.
ცნობისთვის, იანოშ ჰერმანი საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ასრულებს და საპატრიარქოს ცნობით, ის ილია მეორეს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია.