„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია იყოს, - ამის შესახებ ოთარ კახიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელზეც მთავარი პროკურორობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, 11 ივლისს გაიმართება.
მისივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც არსებობს სრული უნდობლობა პროცესის მიმართ, რომელსაც წარმართავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, გაიხსნას საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავად იხილოს, თუ რა პროცესი გაიმართება სხდომაზე და რა კრიტერიუმებით აპირებს ხელისუფლება მთავარი პროკურორის შერჩევას.
„ევროპული საქართველო“ აცნობიერებს, რომ ხელისუფლება ცდილობს თავისი კანდიდატის გაყვანას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წინაშე მოხდეს პროცესის დემონსტრირება.
როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი მივმართავ საბჭოს თავმჯდომარეს, 11 ივლისის სხდომა იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.