მაშველებმა ტაილანდის მღვიმეჩი ჩარჩენილი თეთრმეტივე მოზარდი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს. იტყობინება ტელეარხი Spring News-ი.
მაშველთა ჯგუფი და მწვრთნელი მღვიმედან ადგილობრივი დროით 17:43 საათზე გამოვიდა. ნათქვამია განცხადებაში.
მაშველები ევაკუირებულ ბავშვებს კოდური სახელებით მიმართავდნენ.
ორი დღის განმავლობაში მაშველებმა რვა მოზარდის ზედაპირზე ამოყვანა მოახერხეს. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში გაივლიან რეაბილიტაციის კურსს.
ცნობისთვის, 12 მოზარდისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი და მისი მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი შევიდნენ 7 კილომეტრიან სიღრმეში თამ ლუანგის მღვიმეში და მოვარდნილი წყლის გამო აღმოჩნდნენ გარესამყაროსგან მოწყვეტილი. მათი სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა 10 დღის განმავლობაში. მოზარდები და მისი მწვრთნელი მხოლოდ ორი კვირის შემდგომ აღმოაჩინეს.