აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ემირატების ტელევიზია Sky News Arabia-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ რაზე ილაპარაკებენ პირველ რიგში დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დაგეგმილი შეხვედრისას.
"საუბრის მთავარი თემა იქნება სირიისა და უკრაინის სიტუაციის განხილვა, რაზეც ისინი ისაუბრებენ ჰელსინკში“ - განაცხადა მან.
რუსეთის და ამერიკის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში. კრემლში იუწყებოდნენ, რომ პრეზიდენტები გეგმავენ განიხილონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
ეს იქნება პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის, რომელიც სამიტის გარეთ შედგება.