თბილისის საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რამდენიმე წუთში იმსჯელებს.
როგორც კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამ ჟურნალისტებთან განცხადა, ის ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.
"დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შერჩევასთან დაკავშირებით იმსჯელებს. სავარაუდოდ, გირაო იქნება გამოყენებული, თუმცა, გირაოს ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ გვაქვს.
გარდა ამისა, გვექნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით ანდა, გამოიყენონ სხვა გაცილებით მსუბუქი ღონისძიება.
რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით და მზად ვართ დამატებით მტკიცებულებები წარვადგინოთ, რაც ამ ბრალს სრულად გააქარწყლებს", - აცხადებს დავითაია.