დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის კანცელარიის განცხადებაში.
"დღეს პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება დაეკმაყოფილებინა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის მოთხოვნა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.
ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომა დღეს უკვე მეორე შემთხვევაა. ცნობისთვის, ცოტა ხნით ადრე თანამდებობა დატოვა დევიდ დევისმა და მისმა მოადგილემ.
ორივე შემთხვევა უკავშირდება ბოლო დროს Brexit-თან დაკავშირებულ გამძაფრებულ უთანხმოებას.
ჯონსონი და დევისი იყვნენ ძირითადი მინისტრები ტერეზა მეის კაბინეტში.